მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს khuro.site-ის ადმინისტრაციასა და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს. თუ მხარეებს შორის არ არის წერილობით შეთანხმებული სხვა რაიმე პირობა, ვებ-გვერდზე გაკეთებული შენაძენი რეგულირდება აღნიშნული წესებითა და პირობებით. მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. khuro.site არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო წესებთან. khuro.site პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე.
საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი.
კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე „გატეხვაზე” და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს khuro.site-ს ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას და პროდუქციის შესყიდვისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არ მოახდინოს ნივთის მიწოდება და არ დააბრუნოს გადახდილი თანხა, სანამ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არ დაადგენენ რეალურ ვითარებას.
პროდუქციის განვადებით შეძენის შემთხვევაში, ურთიერთობები რეგულირდება მომხმარებელსა და ბანკს ან/და სხვა შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შორის. khuro.site-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მომხმარებლისა და ფინანსური ინსტიტუტის ერთმანეთთან დაკავშირებით.
მიწოდების, აწყობისა და დაბრუნების პირობები
საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებით ექნება გადასახდელი მიწოდების ღირებულება, რომლის შესახებ ინფორმაციაც შეკვეთის გაფორმების შემდეგ პირადი კომუნიკაციის დროს მიეწოდება. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს დამატებითი ხარჯის გაწევაზე, ასეთ შემთხვევაში khuro.site 24 საათის განმავლობაში მოახდენს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ან მომხმარებლის მიერ გაკეთებული განვადების გაუქმებას.
მიწოდების სერვისი გულისხმობს ნივთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს კომპანიას მიწოდების ადგილის სპეციფიკის შესახებ (მაგ: ლიფტის არქონა, ვიწრო სადარბაზო, შენობის სართული). იმ შემთხვევაში, თუ ნივთის გაბარიტებიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი სტანდარტული ლიფტით ან სადარბაზოთი ატანა, სართულზე ხელით ატანის პირობები და დამატებითი საფასური თანხმდება ინდივიდუალურად, ნივთის გაგზავნამდე.
ავეჯის აწყობის სერვისი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) არ შედის მიწოდების სტანდარტულ ღირებულებაში, თუ ეს პირდაპირ არ არის მითითებული პროდუქტის აღწერაში. აწყობის პირობები და ღირებულება მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის ზუსტდება შეკვეთის დადასტურებისას.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაიტოვებს შეძენილ მზა პროდუქციას, khuro.site წამოიღებს მიტანილ ნივთს ან ნივთებს და დაუბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას ტრანსპორტირების (მიტანისა და უკან წამოღების) ხარჯების გამოკლებით. მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, ქარხნული შეფუთვითა და დაზიანებების გარეშე.
მნიშვნელოვანი გამონაკლისი: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 14-დღიანი უპირობოდ დაბრუნების წესი არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით, მისი სპეციფიკაციების გათვალისწინებით (მაგ: სპეციალური ზომები, ფერი, მატერია ან სხვა პერსონალური მახასიათებლები). ასეთი ნივთების უკან დაბრუნება ან გადაცვლა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთილ პარამეტრებს.
პირადი მონაცემების დაცვა
თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ვებ-გვერდ khuro.site-ის მიერ მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით და დაკავშირებულია გვერდზე თქვენ მიერ გაკეთებული შეკვეთის მომსახურებასთან. მომხმარებლის მონაცემები (სახელი, ტელეფონი, მისამართი) შესაძლოა გადაეცეს მესამე მხარეს (საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას) მხოლოდ შეკვეთის მიწოდების მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „სტუმრის” სტატუსით ვებ-გვერდის დათვალიერების ან შეძენის შემთხვევაში.
თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ „ავტორიზაცია” ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი, მისამართი, შეკვეთილი პროდუქციის სია რჩება ჩვენს არქივში და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთილი პროდუქციის მაღალი ხარისხით მოწოდებისთვის.
პროდუქციის განვადებით შეძენის დროს თქვენი გადამისამართება მოხდება საქართველოში რეგისტრირებული ბანკის ონლაინ განვადების გვერდზე. განვადების დამტკიცებისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მისი გადამოწმება მოხდება შესაბამისი ბანკის მიერ და თქვენ მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ მოხვდება khuro.site-ის ბაზაში.
პროდუქციის ბარათით შესყიდვის დროს თქვენი გადამისამართება მოხდება საქართველოში რეგისტრირებული ბანკის პორტალზე. თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ბანკის მიერ და არ მოხვდება khuro.site-ის მონაცემთა ბაზაში.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელია ინდ. მეწარმე „გიორგი ფეტვიაშვილი” (ს/კ 01005037380). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: info@khuro.site
ტელეფონი: +995-32-2-112-146
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს სრულყოფილი დაცვის გარანტია, ამიტომ შენაძენის გაკეთების დროს დარწმუნდით, რომ ნამდვილად იმყოფებით ვებ-გვერდზე khuro.site.




